სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით ალიანსი კომპრომისზე არ წავა.
"ნატო კომპრომისზე არ წავა ისეთ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. ალიანსის წევრი ქვეყნების პოზიციაა, რომ არასდროს ვაღიარებთ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას", - განაცხადა თბილისში ვიზიტით მყოფმა აპატურაიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს აპატურაი თბილისში წუხელ, ერთდღიანი ვიზიტით ჩამოვიდა. მან უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს საგარეო უწყებაში. გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ ნატოს გენმდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სახელმწიფო კანცელარიაში გადაინაცვლა, სადაც ის ქვეყნის ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ მიიღო.