აშშ არ ფლობს სარწმუნო ინფორმაციას იმის შესახებ, თუ სად იმყოფება საერთაშორისო ტეროროისტული ორგანიზაცია ალ-ქაიდას ლიდერი უსამა ბენ ლადენი.
ამის შესახებ აშშ-ს თავდაცვის მდივანმა რობერტ გეიტსმა განაცხადა
"სინამდვილეში ჩვენ არ ვიცით, სად იმყოფება უსამა ბინ ლადენი, თორემ ჩვენ შევეცდებოდით მის დაჭერას", _ განაცხადა პენტაგონის შეფმა.
გასულ კვირას გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანში დაკავებულმა მოძრაობა თალიბანის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მისთვის ცნობილია, თუ სად იმყოფებოდა 2009 წლის იანვარ-თებერვალში მსოფლიოს #1 ტერორისტი.
"2009 წლის იანვარში ან თებერვალში მე შეხვედრა მქონდა ჩემს მეგობართან, რომელმაც მითხრა, რომ დაბრუნდა შეიხ უსამამასთან შეხვედრიდან და შეუძლია მოგვისწოს მასთან შეხვედრა. შეიხი არ ჩერდება ერთ ადგილას, რადგან ჩემი მეგობარი ჩამოვიდა გაზნიდან (ავღანეთის აღმოსავლეთის პროვინცია) ამიტომ ვფიქრობ, შეიხი იქ იმყოფება", _ განაცხადა დაკავებულმა, რომლის ვინაობასაც სპეცსამსახურები არ ახმაურებენ.
აღნიშნულის მიუხედავად, ამერიკის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია ამ ინფორმაციის დადასტურება.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ში გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც აშშ-ს შესაბამისმა სამსახურებმა 2001 წელს ხელიდან გაუშვეს მსოფლიოს #1 ტერორისტის დაკავების შესაძლებლობა.