საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბიზნეს სტატისტიკის სამმართველომ საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2011 წლის I კვარტლის გამოკვლევა დაიწყო. 
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქსტატიდან აცნობეს, გამოკვლევას ექვემდებარება ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სა¬წარ¬მო, ხოლო საშუალო და მცირე საწარმოების გამოკვლევა ხორციელდება შერჩევით (სულ დაახლოებით 8800 საწარმო). აღნიშნული გამოკვლევის შედეგად საქსტატი  მიიღებს  ბიზნეს სექტორის 2011 წლის I კვარტლის საქმიანობის ამსახველ ეკონომიკურ მაჩვენებლებს სხვადასხვა ჭრილში . ესენია: ბრუნვა, პროდუქციის გამოშვება (ფულად და ნატურალურ გამოსა¬ხუ¬ლე¬ბებ¬ში), დასაქმებულთა და დაქირავებულთა რაოდენობა, საშუალოთვიური ხელფასი, ინვესტიციები ფიქსირებულ აქტივებში, შემოსავლებისა და ხარჯების კლასიფიკაცია და სხვა. 
 
საწარმოთა (არაფინანსური კორპორაციების სექტორი) 2011 წლის I კვარტლის გამოკვლევა  მთელი თვის განმავლობაში გაგრძელდება. გამოკვლევის შედეგებს საქსტატი 2011 წლის 6 ივნისს გამოაქვეყნებს.