ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, ნავთობის ფასი კვლავინდებურად იზრდება. 2011  წლის 4  აპრილის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო  ბირჟებზე ნავთობის ფასმა შეადგინა: ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) -  Brent  ტიპის ნავთობის ფასი -   121.06  დოლარი/ბარელზე; ნიუ-იორკში New York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი -  108.47   დოლარი  ბარელზე. 
აღნიშნული ფასი 2008 წლის აგვისტოს თვის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნავთობის ფასის ზრდა პირდაპირ კავშირშია ლიბიაში შექმნილ კრიზისულ ვითარებასთან.
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს Platt's-ის მიხედვით, რომლითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ბენზინისა და დიზელის საწვავის საერთაშორისო ფასები. ფასების ზრდა განსაკუთრებით გამოიკვეთა მარტის ბოლო რიცხვებსა  და მიმდინარე თვეში. კერძოდ,  დღეისათვის შეადგენს: ბენზინზე - 1046.75 დოლარს/ტონაზე, დიზელის საწვავზე - 991.50 დოლარს/ტონაზე