რუსეთის ქალაქ პერმის ღამის კაფე-კლუბში მომხდარი ხანძრისას დაღუპულთა რაოდენობამ 111-ს მიაღწია.
ასზე მეტი ადამიანი კვლავაც რჩება პერმისა და მოსკოვის საავადმოფოებში. 20 მეტი დაზარალებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
მომხდარი ტრაგედიის გამო 7 დეკემბერს რუსეთში საყოვეთაო გლოვა გამოცხადდა.
შეგახსენებთ, რომ პერმის რამის კლუბში _ "ხრომაია ლოშად" ხანძარი დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა.
კაფე-კლუბის საერთსო ფართი 500 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, რომლისგანაც ხანძრის შედეგად განადგურებულია 400 კვადრატული მეტრი.
რუსული მედიის ინფორმაციით ხანძარი ღამის კლუბში მაშინ გაჩნდა, როდესაც კლუბი დაარსების 7 წლისთავს ზეიმობდა.
რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მინისტრი სერგეი შოიგუ მაღალ შეფასებას აძლევს მეხანძრეების მოქმედებას და მიიჩნევს, რომ მათი პროფესიონალიზმის გარეშე შედეგი უფრო ფატალური იქნებოდა.
რუსეთის ფედერაციის გენერალურ პროკურატურასთან არსებული საგამოძიებო კომიტეტის მიერ დაკავებულია რამდენიმე პიროვნება, მათ შორის კლუბის დირექტორი სვეტლანა ეფრემოვა, ასევე კლუბის თანადამაარსებელი ანატოლი ზაკი.
ზაკი და ეფრემოვა სახანძრო უსაფრთხოების წესების დაუცველობაში არიან ეჭვმიტანილი, რამაც გაუფრთხილებლობის გამო ადამიანთა გარდაცვალება გამოიწვია.