მაისიდან, ჩინეთსა და საქართველოს შორის ჩარტერული ავიარეისების შესრულება დაიწყება.
 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ჩარტერული ავიარეისების განხორციელების საკითხი, მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ კელელიამ, ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას განიხილა. 
სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთ-საქართველოს შორის ჩარტერული ავიარეისების დანიშვნის საკითხზე მუშაობა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.