საქართველომ ჰააგის სასამართლოში მთავარს მიაღწია - რუსეთის ფედერაცია დაფიქსირდა, როგორც ეთნიკურ წმენდის მხარე. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განუცხადა.
მისი თქმით, რუსეთს სურდა, ეთნიკურ წმენდის ფაქტი საერთოდ არ დაფიქსირებულიყო და ამ მოტივაციით სარჩელის განხილვა საერთოდ არ მომხდარიყო.
"ჩვენი მთავარი მოტივაცია იყო, როგორც ეთნიკური წმენდის მონაწილე მხარე, დაფიქსირებულიყო რუსეთის ფედერაცია და არა აფხაზები და ოსები", - აღნიშნა თორდიამ.