ჰააგის სასამართლომ მოძებნა დიპლომატიური გზა, რომ ერთ-ერთი დიდი ქვეყანა, რუსეთი, არ გადაემტერებინა. ამის შესახებ "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას აღნიშნა.
"ჰააგის სასამართლომ მოძებნა დიპლომატიური გზა, როგორ აერიდებინა თავი ერთ-ერთი დიდი ქვეყნის, რუსეთის განაწყენებისთვის, რასაც ყველა ერიდება", - აღნიშნა ვეფხვაძემ.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, სასამართლოს ჩაეთვალა, რომ მათი მხრიდან სარჩელის განხილვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ ვითარებას კიდევ უფრო დაძაბავდა, რის გამოც მათ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს.
შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლომ საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შეაჩერა.
სარჩელში საქართველო რუსეთის ხელისუფლებას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, ადგილობრივი სეპარატისტული ხელისუფლებების დახმარებით, ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციში ადანაშაულებდა. სარჩელი 1990-2008 წლების შემთხვევებს აერთიანებდა. 2008 წლის 12 აგვისტოს შეტანილ სარჩელში საქართველო რუსეთის მიერ რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ ამტკიცებდა.