ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ელიტარული კორუფციის არსებობაზე საუბრობს.
როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს ლორთქიფანიძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მინისტრი ამტკიცებს, რომ ანტირაბიული მკურნალობა უფასოა. ამის მიუხედავად თუ ადამიანს დასჭირდა, მისი მკურნალობა 75 ლარი ჯდება, ხოლო მხოლოდ ვაქცინის ღირებულება 35 ლარი ჯდება.
"ბატონო ანდრია, თქვენს სამინისტრო არ გამოდგა გამონაკლისი, სადაც ელიტური კორუფციაა", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
გარდა ამისა, დეპუტატის თქმით, ჰორმონალური პრეპარატი გონადოტროპინი, რომელიც ჰიპოთალამუსის და ჰიპოფიზის დროს ინიშნება, დღემდე არ არის დარეგისტრირებული და მისი შეძენა მხოლოდ შავ ბაზარზეა შესაძლებელი.
"ენდოკრინოლოგები ათეული წლებია ამ პრეპარატებს ნიშნავენ. მხოლოდ თამარ მეფის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქში იყიდება და სხვაგან მას ვერ ნახავთ. როგორც ჩანს, "ერთიან მთავრობაში" ვიღაცის ინტერესებში არ შედის მისი დარეგისტრირება", - მიმართა ჯანდაცვის მინისტრს ლორთქიფანიძემ.