ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე ინგლისურ ენასთან ერთად რუსული ენის პრიორიტეტულ ენად გამოცხადებას ითხოვს.
ამის შესახებ ლორთქიფანიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სამთავრობო დებატების დროს განაცხადა. '
"როდესაც ლინგვისტურ რევოლუციაზე ვსაუბრობთ, გეთანხმებით, რომ ინგლისური ენის შესწავლა პრიორიტეტულია, მაგრამ მასთან ერთად პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს რუსულ ენასაც", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
დეპუტატის განმარტებით, რუსული ენის პრიორიტეტულად გამოცხადებას პოლიტიკური დატვირთვა აქვს, რადგან "ჩრდილოკავკასიელ მეგობრებთან საურთიერთობო ენაა".