უკრაინის ექს-პრეზიდენტს ლეონიდ კუჩმას ჟურტანლისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობის საქმის ფარგლებში ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
„მე წამომიყენეს ბრალი. გავეცნობი და ორშაბათს კვლავ გამოვცხადდები პროკურატურაში", - განაცხადა კუჩმამ უკრაინის გენერალური პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს დატოვების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უკრაინელი ჟურნალისტის გიორგი ღონღაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში აღიძრა. კუჩმას ბრალად დანაშაულის ორგანიზება ედება.
უკრაინის ექს-პრეზიდენტი აცხადებს, რომ მას არავითარი განკარგულება უკრაინის შს სამინისტროსათვის ჟურნალისტ გიორგი ღონღაძესთან მიმართებაში არ მიუცია.
"არავითარი განკარგულება შს სამინისტროსათვის "უკრაინსკაია პრავდას" დამფუძნებელ ჟურნალისტთან გიორგი ღონღაძესთან მიმართებაში არ მიმიცია", _ განაცხადა კუჩმამ
უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიიღო პროკურატურის განკარგულება ლეონიდ კუჩმასათვის საზღვარგარეთ გამგზავრების აკრძალვის შესახებ.
კუჩმას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის გადაწუეტილება გენპროკურორის პირველმა მოადგილემ რენატ კუზმინმა მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი გიორგი ღონღაძე 2000 წლის სექტემბერში მოკლეს.