ნატო-საქართველოს კომისიის სხდომზე საქართველოს მიერ ნატოს მიმართ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ იმსჯელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ნატოს ხელმძღვანელობას მიმდინარე და გასატარებელი რეფორმების შესახებ ერთგვარი ანგარიში ჩააბარა.
განხილვის თემა საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამის შესრულება და ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობის საკითხი, ასევე ოკუპირებული ტერიტორიები იყო.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების და მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში, თუმცა ამისათვის თბილისმა აღებული ვალდებულებები დროულად უნდა შეასრულოს.
შეხვედრას ბრიუსელში დღეს აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი შეუერთდება.
მასალის გამოყენების პირობები