"მესაკუთრეთა ვინაობა მედიასაშუალებებში ღია უნდა იყოს. ასევე, ღია უნდა იყოს მედიაში ფინანსური საშუალებები. ყველაზე მეტად ამით საქართველოს მოქალაქეები ზარალდებიან, არა მარტო ჟურნალისტები", _ აცხადებს "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძე.
ქორიძე მიიჩნევს, რომ ელექტრონული მედიასაშუალებების ფინანსური გამჭვირვალობა, საერთაშორისო საბუღალტრო სისტემის აღრიცხვიანობა და ინფორმაციის საჯაროობა მნიშვნელოვანია.