22 მარტს, 13:00 საათზე, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის ხელმძღვანელობა გამართავს პრესკონფერენციას ანსამბლ "რუსთავის" მთავარი ქორეოგრაფის, ფრიდონ სულაბერიძის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით (აღმაშენებლის 103).
ვარსკვლავი 25 მარტს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნება.
ქორეოგრაფის პატივსაცემად მზადდება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას ანსამბლ "რუსთავთან" ერთად თავად ფრიდონ სულაბერიძე მიიღებს.