დღეს მარნეულში მყოფმა პრეზიდენტმა ის ობიექტები მოინახულა, რომელთა მშენებლობაც უახლოეს მომავალში დასრულდება. მათ შორისაა ახალი სავაჭრო ცენტრი, რომელსაც კომპანია "ვისოლი" ააშენებს.
გარდა ამისა, მრავალფუნქციურ კომპლექსში იქნება კინოთეატრი, "სმარტის" სუპერმარკეტების ქსელი და მაღაზიები. ნავთობროდუქტების კიდევ ერთი დილერი "სოკარი" კი მარნეულში ქართულ-აზერბაიჯანული კულტურის ცენტრს ააშენებს, რომელიც ევროპული არქიტექტურული სტანდარტების იქნება.
დღესვე პრეზიდენტმა მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი მოინახულა, რომელიც თანამედროვე ინვენტარითაა აღჭურვილი.
პრეზიდენტის თქმით, მარნეული ხდება მნიშვნელოვანი ქალაქი, რადგან იგი ყველა სავაჭრო და კულტურული გზის გასაყარზეა. გარდა ამისა, მარნეულში ეკონომიკური აქტიურობა მაღალია.
შეგახსენებთ, დღეს საქართველოს პრეზიდენტი მარნეულში იმყოფებოდა. სააკაშვილმა პრეზიდენტმა ნოვრუზ-ბაირამის დღესასწაული მიულოცა.