სოფლის დახმარების პროგრამის ძირითად პრიორიტეტებად კვლავ გზებისა და სასმელი წყლის რეაბილიტაცია რჩება.
აღნიშნულთან დაკავშირებით კვლევა "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა" ჩაატარა.
კვლევის თანახმად, პრიორიტეტების სტატისტიკა შემდეგნაირად გადანაწილდა: სოფლის გზების რეაბილიტაცია - 15-მა სოფელმა, სასმელი წლის რეაბილიტაცია - 13-მა სოფელმა, სარიტუალო სახლის, კულტურის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 11-მა სოფელმა, სასაფლაოს შემოღობვა - 5-მა სოფელმა, მინი-სტადიონის გაკეთება და სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია - 3-3-მმა სოფელმა, სოფლის განათება და სკვერის, მემორიალის გაკეთება - 2-2-მა სოფელმა, ამბულატორიის რეაბილიტაცია, ასევე საჯარო სკოლის შემოღობვა, ეკლესიის ეზოს შემოღობვა, საერთო აბანოს აშენება და სოფლის ტრაქტორის შეკეთება კი თითო-თითო სოფელმა მოითხოვა.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის შედეგების თანახმად, გზების სრული რეაბილიტაცია არ ხორცილდება და მხოლოდ ორმოების ამოვსება ან მოხრეშვა ხდება, რაც აუმინდობის დროს მალევე "ირეცხება".
ამასთან, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების განმარტებით, პრობლემები რჩება სასმელი წყლის პროგრამის შემთხვევაშიც. მათი თქმით, სოფლებში სასმელი წლის პრობლემის მოგვარებას "დიდი თანხები" სჭირდება, რაც სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებუი არ არის.
აღსანიშნავია, რომ "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" წარმომადგენლები დღეს "ქრისტიან-დემოკრატებს" შეხვდნენ.