სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში კახეთში, სოფელ ველისციხეში 94 896 ლარი ოთხკაბინიან სოფლის აბანის მშენებლობაზე უკვე დაიხარჯა, თუმცა მისი მშენებლობა დღემდე არ არის დასრულებული.
ამის შესახებ ნათქვამია "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" (EPRC) მიერ ჩატარებულ მონიტორინგში.
მონიტორინგი იმერეთის, აჭარის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის რეგიონის 50 სოფელში ჩატარდა.
როგორც დღეს "ქრისტიან-დემოკრატებთან" გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციის "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მონიტორინგი მიზნად ისახავდა გამოერკვია ჰქონდა თუ არა მოსახლეობა სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმაცია, რამდენად იყვნენ მასში ჩართულები და პროგრამის ფარგლებში რა გაკეთდა. ადგილობრივი ჟურნალისტების მიერ სულ 1500 ადამიანი გამოიკითხა.
პროგრამის ფარგლებში ქვემო ქართლის სამხრეო ადმინისტრაციამ სოფელ გამარჯვებაში 2010 წელს 2 პროექტი განახორციელა, კერძოდ კი გაიწმინდა სარწყავი არხები და გაკეთდა სკვერი და მემორიალი.
თუმცა მონიტორინგის შედეგების თანახმად, არხები მართლაც გაწმენდილია, ხოლო სკვერი და მემორიალი დღემდე არ გაკეთებულა.
ქობულეთის რაიონის სოფელ ავისთავის კულტურის სახლის სარემონტოდ გამოყოფილმა თანხამ 24 000 ლარი შედგინა, თუმცა კუბის შენობაში სახურავიდან წყ6ალი ისევ ჩამოდის და ინვენტარიც ძველი და დამტვრეულია. კახეთის რეგინის სოფელ ჭანდარში 2010 წელს პროგრამით 5 პრიორიტეტი განისაზღვრა, თუმცა დღემდე სამუშაოების მხოლოდ 20%-ია შესრულებული. იმერეთის რეგიონში, სოფელ მაღლაკში ბაღის შენობის რეაბილიტაციისთვის და მიწაეთერუს უბნისთვის წყლის მილების შეკეთებაზე 62 000 ლარია გამოყოფილი, მაგრამ სამუშაოები მხოლოდ ნაწილობრივ შესრულდა.
მონიტორინგის თანახად, სოფლის დახმარების პროგრამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.