4 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ ნაფარეულში, სასტუმრო "ტყუპების ძველ მარანში" გაიმართება კახეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიისა და კახეთის სოფლის მეურნეობის განვითარებისა და დივერსიფიკაციის პერსპექტივების კვლევის შედეგების წარდგენა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს.
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელთა განცხადებით, შეხვედრას საქართველოს მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამის, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრებიან. დონორთა მხრიდან მიწვეული იქნება რუმინეთის ელჩი საქართელოში დან მიჰაი ბარლიბა.
კახეთის რეგიონული განვითარების ხუთწლიანი სტრატეგიის შექმნაში კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის ადმინისტრაცია და კახეთის რეგიონული განვითარების სააგენტო მონაწილეობდა, ხოლო ტექნიკური და ფინანსური ხელშეწყობა განახორციელა გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) რუმინეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.