"ატომურ ელექტროსადგურებზე უარის თქმის შესახებ მოწოდებები უკვე არსებობს, რადგან ატომური ენერგიის საფრთხის თაობაზე საუბარი ხშირად ხან გააქტიურდება, ხან დაეცემა. ასეთი კატასტროფული მოვლენები კი საფუძველს აძლევს ამ დისკუსიას. ამის მიუხედავად, ასე იოლად მასზე უარის თქმა არ ხდება",_აცხადებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში რევაზ საყევარიშვილი "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
მისი თქმით, ევროპასა თუ გერმანიაში ატომური ენერგიის საკმაოდ დიდი წილია.
"ამის გამო იქ ძალიან ხშირად ხდება პოლიტიკური ვაჭრობა და დებატები. იგივეა აშშ-ში, საფრანგეთში, საქართველოს გვერდით_ უკრაინაში. იგივე ირანი ბირთვული ენერგიით მუშაობს",_აცხადებს საყევარიშვილი.
მისი თქმით, საფრთხე გააჩნია ყველა ტიპის ასეთ დიდ საწარმოო საშუალებას. თუმცა ეს ვერ გახდება მათზე უარის თქმის მიზეზი.