4 დეკემბერს აშშ-ის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიორგი ხაჩიძე და თურქეთის გარემოსა და მეტყევეობის მინისტრი ვეისელ ეროღლუ ერთად აღნიშნავენ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე შავყელიანი ჯეირანების შეყვანას.
შავყელიანი ჯეირანები ბინადრობდნენ სამხრეთ საქართველოს ტერიტორიაზე, იორის ჭიუხების გაყოლებაზე, რომელიც ბალახიანი ტერიტორიაა და აზერბაიჯანსა და თურქეთშიც გრძელდება. ჯეირნის პოპულაცია ასი წლის წინ განადგურდა, რაც მათზე უკონტროლო ნადირობითა და მათი საარსებო ტერიტორიების საძოვრებად გამოყენებით იყო განპირობებული.
აშშ-ის მთავრობამ 33,000 აშშ დოლარი გამოყო ჯეირანებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის მოსაწყობად; თვით ჯეირანები კი თურქეთის მთავრობის საჩუქარია. პროგრამა ერთობლივად დააფინანსა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ და აშშ-ის გარემოს დაცვის დეპარტამენტმა.