29-31 მარტს ისრაელში ტურისტული საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. როგორც ინტერნეტ პორტალ "იზრუსთან" საუბარში იერუსალიმის ვიცე-მერმა მაშა ნოვიკოვამ განაცხადა, მისი ორგანიზატორები დედაქალაქის მუნიციპალიტეტი, იერუსალიმის განვითარების კომპანია, კონგრესის ცენტრი, ტურიზმის სამინისტრო და რიგი სხვა კომპანიები არიან, რომლებიც ამ სფეროში მოღვაწეობენ. ნავარაუდევი იყო, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია, რომელიც გასული წლის ოქტომბერში ისრაელში იმყოფებოდა.
19 მარტს, ისრაელის ერთ-ერთმა ავტორიტეტულმა ჟურნალისტმა ბენ კასპიტმა თავის სვეტში NRG-ზე გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღნიშნა, რომ ცუდი არ იქნებოდა ვერა ქობალიას ვიზიტის გადადება.
აქვე, მან საზოგადოებას გაახსენა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის ვიზიტის გაუქმებამ, თბილისში დიდი ხმაური გამოიწვია.
თავის მასალაში კასპიტი სთავაზობს ისრაელის ტურიზმის მინისტრს სტას მისეჟნიკოვს, რომ უთხრას ვერა ქობალიას - „ისარაელში მას არ ელიან". ამის მიზეზი კი თბილისში მიმდინარე ისაელის ბიზნესმენების რონი ფუკსისა და რევ ფრენკელის სასამართლო პროცესია, რომელმაც მნიშვნელოვნად გააფუჭა ისრაელისა და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები.
ჯერ კიდევ იანვრის დასაწყისში კასპიტი მიხეილ სააკაშვილისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ უპრეცენდენტო კრიტიკით გამოვიდა და "მაფიოზურ მეთოდებში" დასდო ბრალი.
კასპიტი წერდა, რომ საქართველოში ვერ გაიგეს ამ სკანდალის მნიშვნელობა და "ისრაელსა და საერთაშორისო თანამეგობრობას არ აქვს არავითარი განზრახვა დაივიწყოს ამ საქმის შესახებ".
ჟურნალისტი ასევე აღნიშნავდა, რომ ფუკსი არის თურქეთის საპატიო კონსული ისრაელში და ბოლო წლის განმავლობაში ის იყო კავშირის ერთ-ერთი მთავარი არხი ისრაელსა და ანკარას შორის.
ამასთან დაკავშირებით, თურქებმა "რომლებიც კარგად ხვდებიან რაში მდგომარეობს საქართველოს ასეთი საქციელის მიზეზი, საქართველოს ელჩი ანკარაში სასწრაფოდ გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მას ოფიციალური პროტესტი განუცხადეს. იერუსალიმში ასეთი ჯერ არ მომხდარა. ვინმემ უნდა აუხსნას საქართველოს ელჩს, რომელიც აქ არის თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება მაშინ ის - "პერსონა ნონ გრატაა" და მისი ქვეყანა, თავისი ბიზნესმენებითა და ინტერესებით იქნებიან არასრასურველი სტუმრები აქ და ნებისმერი სხვა ადგილას (ირანის გარდა) .... ვინმემ უნდა აუხსნან ქართველებს, რომ მათ არ ესმით არსებული ვითარება... მოცემულ მომენტში თქვენ მხოლოდ რუსული მაფიის ვარიანტი ხართ"- წერდა კასპიტი იანვარში... თუმცა ამასთან "იზრუსმა" მიმართა ტურიზმის სამინისტროს, რათა გაერკვია
ისრაელის ტურიზმის სამინისტროში კითხვაზე _ ხორციელდება თუ არა მათზე ზეწოლაQქობალიას ვიზიტის გადასადებად, მინისტრის მრჩეველმა ამნონ ლიბერმანმა ასე უპასუხა: "ჩვენ არ ვართ ამ კომფერენციის მთავარი ორგანიზატორები და ამიტომ ჩვენზე არავინ ზეწოლას არ ახორციელებს". თუმცა ლიბერმანმა ასევე აღნიშნა, რომ ტურიზმის მინისტრმა გასულ კვირას მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ შეხვდება ქალბატონ ქობალიას.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, "იზრუსმა" საგარეო უწყების კომენტარი ვერ მოიპოვა, თუმცა მისი წყაროს ინფორმაციით, ვერა ქობალია ისრაელში არ ჩავა.
"არის გარკვეული მითითება ... საქართველოს ოფიციალურ მაღალჩინოსნებს და მაღალი თანამდებობის ოფიციალური წარმომადგენლების ხილვა ისრაელში არ სურთ. ისრაელის დედაქალაქის მუნიციპალიტეტი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარს ვერ აკეთებს, თუმცა მაშა ნოვიკოვას განმარტებით ვერა ქობალია ჯერჯერობით კონფერენციის სტუმრების სიაშია.
"იზრუსი" აღნიშნავს, რომ ფუკსისა და ფრენკელისათვის განაჩენის გამოტანამდე ამ რეაქციას საქართველოში უეჭველი გაიგებენ.