ხვალ, 21 მარტს, ნატოს შესახებ საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები ფოთს ეწვევიან და სანაპირო დაცვის ბაზას მოინახულებენ.
ნოვატორებისთვის მოეწობა ექსკურსია, მოსწავლეები დაათვალიერებენ ბაზაზე განლაგებულ ობიექტებს და ლაინერით გაისეირნებენ.
ამასთან, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლები აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ფოთის ფილიალის სტუდენტებს შეხვდებიან. შეხვედრას ლიტვის ელჩი საქართველოში იონას პასლაუსკასი დაესწრება და სტუდენტებს ლექციას წაუკითხავს. შეხვედრის მთავარი თემა ლისაბონის სამიტის შედეგები იქნება.