განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და საგანმანათლებლო პროგრამა "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად" წარმომადგენლები იმ უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს შეხვდნენ, რომლებიც აჭარის რეგიონების საჯარო სკოლებში, ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად, ინგლისურ ენას ასწავლიან.
მასწავლებლებმა დიმიტრი შაშკინს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს და საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე სიახლეებსა და რეფორმებს გაეცნენ.
ანალოგიური შეხვედრები უახლოეს მომავალში საქართველოს ყველა რეგიონში გაიმართება, სადაც მოხალისეები იმყოფებიან. მინისტრი უკვე შეხვდა თბილისის, იმერეთის, გურიის, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მოხალისე პედაგოგებს.