4 დეკემბერს, 14:00 საათზე, პარლამენტში ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ დიმიტრი შაშკინს ელოდებიან.
ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარის გია თორთლაძის განცხადებით, საბჭოს სურს პირადად მინისტრისგან მიიღოს ინფორმაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით.
საბჭოს წევრებს ასევე აინტერესებთ, რა კონკრეტული ცვლილებების გატარება იგეგმება სასჯელაღსრულების სისტემაში.