ჩრდილო კავკასიაში ინტერნეტის საშუალებით სოჭში ოლიმპიადის ჩატარების წინააღმდეგ წერა იკრძალება. ამის შესახებ დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ჩრდილო კავკასიის საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განაცხადეს.
მათი ინფორმაციით, ჩრდილოკავკასიელ ახალგაზრდებს კატეგორიულად აუკრძალეს სოჭის ოლიმპიადის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის დაწერა.
"ვინც გაბედავს და დაწერს, ინტერნეტში იბლოკება", - აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა აღნიშნა, რომ აუცილებელია, საზღვარგარეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებმა კონტაქტები დაამყარონ ჩრდილოკავკასიურ დიასპორასთან, რაც ხალხებს შორის ისტორიული ურთიერთობების აღდგენისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.