ხვალ, 4 დეკემბერს, 13:00 საათზე, საგარეჯოს მერიის სააქტო დარბაზში გაიმართება "ეროვნული ფორუმის" საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე კახაბერ შარტავა, გენერალური მდივანი რევაზ შავიშვილი, თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გუბაზ სანიკიძე და პოლიტსაბჭოს წევრი ნიკოლოზ ორველაშვილი დაესწრებიან.
კონფერნციაზე მოხდება პარტიის საგარეჯოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარისა და ბიუროს არჩევა. თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი იქნება სოსლან გარსევანიშვილი.