ხვალ, 18 მარტს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 2 ობიექტის გაყიდვას გეგმავს.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო აუქციონზე გამოტანილი იქნება, მცხეთის რაიონის სოფელ ლისის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთი, საწყისი ფასით _ 38 ათასი ლარი.
18 მარტს დაგეგმილ ელექტრონულ აუქციონზე კასპში, სტალინის ქუჩა №110-ში მდებარე არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის გასხვისება იგეგმება. ობიექტის საწყისი ღირებულება კი 31 ათას ლარს შეადგენს.