2009 წლის 4 დეკემბერს, 11:00 საათზე საქართველოს პროკურატურაში პრაქტიკანტთა დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება.
98 სტუდენტიდან, რომლებიც საქართველოს პროკურატურაში სამი თვის განმავლობაში ეუფლებოდნენ პრაქტიკულ უნარჩვევებს, 30 საუკეთესოს წარჩინების სერთიფიკატებს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე გადასცემს.
1 სექტემბრიდან 1 დეკემბრამდე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში პრაქტიკა სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის 98-მა სტუდენტმა გაიარა. ისინი პრაქტიკის გასავლელად გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.