ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ყვარლის რაიონში, ყვარელი - შილდის მონაკვეთზე. სოფელ შილდის მაცხოვრებლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ყვარელში მიმავალი რაიონის გამგებელი ლევან გამსახურდია და მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს უფროსი გოგიტა წიწრიაშვილი ავარიაში მოყვნენ.
ლევან გამსახურდიას დაჟეჟილობები აქვს, წიწრიაშვილიც დაშავებულია. გამგებლის თქმით, ორივე მათგანი მკურნალობას სახლში გადის.
ავტოსაგზაო შემთხვეის შედეგად გამგეობის კუთვნილი „ნივის" მარკის ავტომანქანა დაიმტვრა.