რესტორან "გაგრაში" 45 წლის მამაკაცი ჩანგლით დაჭრეს. ინციდენტი წუხელ, გვიან ღამით მოხდა. იოსებ ცუცქირიძეს მუცლის არეში რამდენიმე ჭრილობა რესტორანში სხვა მაგიდასთან მსხდომმა, მისთვის უცნობმა ადამიანმა მიაყენა. ცუცქირიძე "გაგრაში" საკუთარ დაბადების დღეს აღნიშნავდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი დახმარება ჩაუტარდა.
მოხდარ ფაქტზე უკვე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც დიდუბის რაიონის პოლიცია იძიებს.