სეპარატისტულ აფხაზეთში ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში მდებარე "ნაგვალოუსა" და "წებელდის" პოლიგონებით ამიერიდან რუსი ოკუპანტებიც ისარგებლებენ.
თუ აქამდე ამ პოლიგონებზე სხვა და სხვა სასწავლო წვრთნებს აფხაზ სეპარატისტთა ე.წ. შეიარაღებული ძალები ატარებდნენ, ამიერიდან პოლიგონებით სარგებლობა ოკუპანტებსაც შეეძლებათ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
რუსეთის ფედერაციის სახმელეთო ჯარების უფროსის პოდპოლკოვნიკ სერგეი ვლასოვის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა სამხედრო მომზადების ორი აფხაზური პოლიგონის ერთობლივად სარგებლობის მდგომარეობა შეათანხმეს.
"რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია რომელსაც სახმელეთო ძალების საბრძოლო მომზადების მთავარი სამმართველოს უფროსი გენერალ-ლეიტენანტი კოლაი ბოგდანოვსკი ხელმძღვანელობდა აფხაზეთში სტუმრობისას შეხვდა აფხაზეთის თავდაცვის მინისტრს მერაბ ქიშმარიას და ხელი მოაწერეს შეთანხმებას "ნაგვალოუსა" და წებელდის" პოლიგონების ერთოვლივად სარგებლობის შესახებ", _ განაცხადა ვლასოვმა.