სამართალდამცველებმა უკანონო აბორტებში ეჭვმიტანილი გინეკოლოგი დააკავეს. ნადეჟდა გაბრიჩიძეს ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის უკანონო საქმიანობაში ედება ბრალი.
სწორედ ეჭვმიტანილის მიერ 9 თვის ორსულისთვის გაკეთებული აბორტის შედეგად, გუშინ 29 წლის ნანა სულუხიამ ღუდუშაურის საავადმყოფოში მკვდარი ბავშვი დაბადა. ჩვილს მოკვეთილი ჰქონდა მარჯვენა კიდური და სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ნადეჟდა გაბრიჩიძე წლების განმავლობაში აბორტებს სახლში უკანონოდ აკეთებდა. სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი გუშინვე დააკავეს. გინეკოლოგის საქმიანობასთან დაკავშირებით, გამოძიება მიმდინარეობს. ნადეჟდა გაბრიჩიძის ბრალეულობას სამართალდამცავები დაადგენენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.