სამართალდამცველებმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი ზაზა ჯანელიძე დააკავეს
შსს-ს ინფორმაციით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს თბილისში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები:ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსი გამომძიებელი ზაზა ჯანელიძე, ადვოკატი გიორგი გვათუა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მამუკა ნადიბაიძე და მოქალაქე ზურაბ არჯევანიძე, რომლებიც ყაჩაღურად თავს დაესხნენ მეწარმეს გიორგი კიკნაძეს და ცეცხლსასროლი იარაღებით შეიარაღებულებმა, სიცოცხლის მოსპობის მუქარით გამოსძალეს 40 000 ამერიკული დოლარი და 30 000 დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა.
დანაშაული ითვალისწინებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. სისხლის სამართლის საქმეს იძიებს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი.