ქალაქ კურგანის საოლქო ტუბერკულოზური საავადმყოფოდან, სასჯელის ვადის დასრულების გამო 39 წლის ქართველი, ქუთაისელი ე.წ. კანონიერი ქურდი თეიმურაზ ჩხეტიანი გათავისუფლდა. ჩხეტიანი კრიმინალურ წრეებში ცნობილია "თემური"-სა და "წრუწა"-ს ზედმეტსახელებით. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 39 წლის კრიმინალურმა ავტორიტეტმა სასჯელის ხუთწლიანი ვადა მოიხადა, რომელიც მას იარაღისა და ნარკოტიკების შენახვის ბრალდებით მიტიშჩინსკის საქალაქო სასამართლომ მიუსაჯა.
"ადრე ჩხეტიანი უკვე იყო გასამართლებული ანალოგიური დანაშაულისათვის, ასევე ყაჩაღობისა და გამომძალველობისათვის. თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, მთლიანობაში ჩხეტიანს 11 წელი აქვს გატარებული. გარკვეული პერიოდის განმავლობაში მისი "ქურდული უფლებამოსილება" შეჩერებული იყო მეორე ე.წ. კანონიერ ქურდთან ნიკა მელაძესთან კონფლიქტის გამო, ამიტომაც "წრუწა" მეორე სასჯელზე უკვე შერყეული რეპუტაციის წავიდა. მისი მდგომარეობა კი კიდევ უფრო მას შემდეგ დამძიმდა, რაც მას თავისი პრეტენზიები კიდევ ერთმა "კანონიერმა ქურდმა" გია ზვიადაძემ წაუყენა. კრასნოიარსკის სასჯელაღსრულების # 17 დაწესეულებაში ჩხეტიანს თავისი "კანონიერი ქურდის" წოდება ჩამოერთვა", _ იუწყება რუსული მედია.
არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გათავისულების შემდეგ თეიმურაზ ჩხეტიანი "თავისი საკითხის" გადაწყვეტას მოსკოვში აპირებს. თუმცა ასევე არსებოვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ ჩხეტიანი დახმარებისათვის მიმართავს თავის პროტეჟეს, ასევე ქუთაისელ "კანონიერ ქურდს" ბადრი კოღუაშვილს, რომელიც ისევე როგოც ჩხეტიანი გია ზვიადაძესთან კარდ ურთიერთობებში უკვე კარგა ხანია არ იმყოფება.