საქართველოს ეროვნულმა ბანკმა და აზერბაიჯანის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომიტეტმა ფასიანი ქაღალდებისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს, სებ-ის პრეზიდენტის მოადგილემ ოთაარ ნადარაიამ და აზერბაიჯანის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ილგარ მურადოვმა.
ოთარ ნადარაიამ აღნიშნა, რომ მემორანდუმი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ფასიანი ქაღალდის ბაზარზე, თანამშრომლობის გაღრმავებაში.
აზერბაიჯანის ფასიანი ქაღალდების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ რუფატ ასალნმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დინამიურად ვითართარდება და აღნიშნა იმ პოტენციალის შესახებ, რომელიც ფინანსურ სექტორში, განსაკუთრებით კი ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არსებობს.
მემორანდუმის ხელმოწერა შესაძლებელს გახდის, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ახალი ეტაპის დაწყებას და ერთობლივი პროექტის გარანტია იქნება, ინვესტიციების დაცვის, ასევე ინფორმაციების გაცვლისა და რეგულირების სფეროში.