ლანჩხუთის რაიონის სოფელ შუხუთში, შვილიშვილმა ბებია მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
მეზობლებმა 85 წლის მოხუცი ქალის, ალექსნდრა წულაძის ცხედარი საცხოვრებელი სახლის სამზარეულოში აღმოაჩინეს. წინასწარი ინფორმაციით, მოხუცი ცემით არის მოკლული. მოგვინებით ასევე ცნობილი გახდა, რომ დაღუპულის შვლიშვილი, 29 წლის პაატა წულაძე მატარებელს შეუვარდა. იგი ადგილზე დაიღუპა. შვილიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით სწორედ ბებიის მოკვლის გამო დაასრულა.
არსებული ინფორმაციით, პაატა წულაძეს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა ,რის გამოც ის მკურნალობას ფსიქიატრიულ კლინიკაში გადიოდა. კლინიკიდან ის რამდენიმე დღის წინ გაწერეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოხდარ ფაქტზე საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.