დღეს, 12 მარტს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოადგენს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ერთობლივ პროექტს, სახელწოდებით "Confeidian_ეკო-ქალაქი SWEKO-დან". გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ანდრჟეი მარკოვსკის, იეჟი ნოვოსელსკისა და ადამ სტალონ დობრჟანსკის ვიტრაჟები და არქიტექტურული პროექტები.
საქართველოში პირველად, ფართო საზოგადოება გაეცნობა ვიტრაჟის ხელოვნებას პოლონეთიდან, და არქიტექტურის მრავალმხრივი შესაძლებლობების ნიმუშებს. წარმოდგენილი იქნება ვრცელი საგამოფენო პოლონურ-შვედური პროგრამა Confeidian_ეკო-ქალაქი SWEKO-დან", რაც გულისხმობს ურბანული განვითარების, ჰარმონიულ ეკო-ქალაქს, დაგეგმარებულს პეკინის ახლოს, ხოლო SWEKO ფირმის სახელწოდებაა.
ადამ სტალონ დობჟანსკიმ, (1904-1985) თავისი მოღვაწეობა საკრალურ ხელოვნებას მიუძღვნა. მან პოლონეთის ორმოცდათორმეტი მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიებისათვის შექმნა პოლიქრომიული ვიტრაჟები და მოზაიკა, პირველმა შემოიტანა ვიტრაჟი ეკლესიის ინტერიერში. ადამ დობჟანსკი გრაფიკოსია, რომელმაც გაამდიდრა ვიტრაჟის ტექნოლოგია. მას შუა საუკუნეების აღიარებულ ოსტატებს ადარებენ. დობჟანსკი რომის პაპის, იოანე პავლე II-ს დროს, სამხატვრო საბჭოს წევრი იყო. კომუნისტური ხელისუფლების თითქმის ნახევარსაუკუნოვანი რეპრესიის შემდეგ, ხელოვანი დაუბრუნდა საკუთარ შემოქმედებას.
ეჟი ნოვოსელსკის (1923-2011) ხატწერა ინახება ლურდაში, მართლმადიდებლურ ეკლესიებში ვარშავასა და ჰაინუვკეში. იგი პოლონური ხატწერის სკოლის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო.
ანდრჟეი მარკოვსკი მუშაობდა ბელგიაში, საფრანგეთსა და ლუქსემბურგში, 2002 წლიდან გადავიდა პოლონეთში. იგი ისეთ ცნობილ შენობების არქიტეტორია, როგორებიცაა TVN
_ის შტაბ-სახლები და Mazurka Travel-ის საკონფერენციო ცენტრის შენობა.
გამოფენა 31 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.