რკინიგზის აღდგენის შემდეგ დღის წესრიგში სოხუმის საზღვაო პორტის აღდგენის საკითხი დადგება - ეს განცხადება სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა გაზეთ "რესპუბლიკა აბხაზიასათვის" მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
"რა თქმა უნდა ეს ასეც იქნება - დღეს ჩვენ რაც არ უნდა განვავითაროთ პორტი რკინიგზის გარეშე სატრანსპორტო ლოგისტიკა წყდება და იგი სრულფასოვნად ფუნქციუნირებას ვერ შეძლებს. ამიტომაც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დღის წესრიგში სოხუმის საზღვაო პორტის აღდგენის საკითხი დადგება. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ახლომდებარე რუსული პორტი გადატვირთულია, მაგალითაც იგივე ნოვოროსიისკის პორტი - ჩვენს პორტზე მოთხოვნა აუციულებლად იქნება", _ აცხადებს კრისტინა ოზგანი.