რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ეკა ტყეშელაშვილის შეფასებით საქართველოს მიერ რუსეთთან სახმელეთო საზღვრის თვითნებურად გადაწევის შესახებ გავრცელბეული ინფორმაცია საფუძველსაა მოკლებული და ის რუსეთის მორიგ პროპაგანდისტულ სვლას წარმოადგენს.
"არანაირი მონაკვეთის გადაწევაზე საუბარი არ არის. ეს არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან პროპაგანდისტული სვლა. ეს არ არის საფუძვლიანი განცხადება. ეს რუსეთის სარკაზმის გამოხატულებაა. სიმართლეს რაც შეესაბამება არის ის. რომ რუსეთი აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას", - განუცხადა ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებს რუსეული მედიის მიერ გავრელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.
მისივე განმარტებით, მოსკოვს არც სამართლებრივი და არც მორალური უფლება აქვს საქართველოს საზღვრებთან დაკავშირებით რაიმე პრეტენზია წაუყენოს მანამ, ვიდრე მისი სამხედრო შენაერთები ოკუპირებულ რეგიონებში რჩებიან.
"ამ თემაზრე რუსეთს საერთოდ ხმის ამოღების უფელბაც კი არ უნდა ჰქონდეს. არ მაინტერესებს რა მონაკვეთზე ლაპარაკობს ის. ჩემთვის მთავარია რომ ჩვენი ქვეყნიდან ეს სახელმწიფო თავისი სამხედრო შენაერთებით არ გადის. სანამ ამას არ გააკეთებს მისი პრეტენზიები არ მაინტერესებს", - განმარტა სახელმწიფო მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსული მედიით გავრცელბეული ინფორმაციით ფედერაცის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ეჭვი აქვთ რომ საქართველომ რუსეთთან სახმელეთო საზვრის ნეიტრალურ ტერიტორიაზე რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთი თვითნებურად გადასწია.