რკინიგზა აფხაზეთისთვის აუცილებელია - მიაჩნია სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრს კრისტინა ოზგანს. გაზეთ "რესპუბლიკა აბხაზიასათვის" მიცემულ ინტერვიუში ოზგანი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ რკინიგზის ლიანდაგის რეკონსტრუქციის შემდეგ აფხაზეთი მას დროებით მმართველობაში რუსეთს გადასცემს.
"აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული მთავრობათაშორისი ხელშეკრულების თანახმად "რუსეთის რკინიგზა" ამჟამად აწარმოებს კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებს რუსეთ-აფხაზეთის საზღვრიდან -სოხუმამდე. კონტრაქტი ასევე ითვალისწინებს სარკონიგზ ლიანდაგის აღდგენას ოჩამჩირიდან - ტყვარჩელამდე. რუსეთმა ამისათვის აფხაზეთს 10 წლით 2 მილიარდი რუსული რუბლი გამოუყო, მაგრამ კრედიტის გადახდა მხოლოდ 5 წლის შემდეგ დაიწყება", _ განმარტავს ოზგანი.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სარემონტო სამუშაოები დასრულდება, დადგება საკითხის რკინიგზის ინტენსიური მომსახურებისა. ამიტომაც ე.წ. აფხაზმა ჩინოვნიკებმა უკვე მიმართეს რუსეთის ფედერაციის შესაბამის სამინისტროეს თხოვნით, გაუშვან სრულფასოვანი მატარებელი მოსკოვი-სოხუმი, ნაცვლად მატარებელ ადლერ-მოსკოვზე ორი მიბმული ვაგონისა და ასევე ორი ელექტიჩკისა სოხუმი-სოჭი და სოხუმი-ფსოუ.
სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ასევე აცხადებს, რომ კრედიტი არასაკმარისია რკინიგზის სადგურების აღსადგენად, რომლებიც მთლიანად დანგრეულია.
"იმის გამო, რომ ამ ობიექტების რემონტი აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში არ შედის, მთავრობა ამზადებს სმეტას სამი ვაგზლის სახურავის - გაგრის, გუდაუთისა და სოხუმის გარემონტების შესახებ. ხოლო რაც შეეხება თავად შენობების რემონტს იმედს ვიტოვებთ, რომ ამისადმი ინტერესს კერძო სტრუქტურები გამოიჩენენ", _ აცხადებს კრისტინა ოზგანი და აღნიშნავს, რომ აფხაზეთში რკინიგზის აღდგენის ძირითადი აზრი რესპუბლიკის გავლით ტვირთის რეექსპორტის შესაძლებლობა გაჩნდეს.
მისი თქმით, ამ თვალსაზრისით, მსხვილმა კომპანიებმა, რომლებიც ევროპა-აზიის დერეფნის გავლი ტვირთების გადაზიდვას და საქონლის მიწობას ახორციელებენ აფხაზეთისადმი ინტერესი უკვე კარგა ხანია გამოთქვეს.