საზედამხედველო ღონისძიებების ჩატარების შედეგად რუსეთის "როსპოტრებნადზორმა" გამოავლინა, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში წარმოებული ალკოჰოლური პროდუქცია ჰიგიენური ნორმების დაცვის შეუსაბამობითაა დამზადებული. იგივე პრეტენზია წაუყენა "როსპოტრებნადზორმა" მოლდოვაში წარმოებულ ალკოფოლურ პროდუქციასაც. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"როსპოტრებნადზორის" ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2011 წლის 9 მარტის მდგომარეობით, მხოლოდ მოსკოვში გამოვლენილია აფხაზეთში წარმოებული ღვინის 22 პარტია (93 დან) და 19 პარტია (596-დან) მოლდოვიდან. დასკვნის ასლები გადაგზავნილია მოსკოვის "როსპოტრებნადზორის" სამმართველოში "ზომების მისაღებად და რუსეთის ფედერაციაში ამ პროდუქციის შეტანის თავიდან აცილებისათვის".
მათივე ინფორმაციით, უხარისხო ალკოჰოლური პროდუქციის დამამზადებლები არიან კომპანიები: "Grape Valley", " სელკუცა", "ბარზა ალბე" და "იმპერიალ ვინ".
"როსპოტრებნადზორი" ასევე აღნიშნავს, რომ 2010 წელს აფხაზეთში წარმოებული ღვინის 143964 ლიტრი დაიწუნეს.