2011 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ 2,8
პროცენტი შეადგინა. ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაში ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქსტატიდან აცნობეს, სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე: მოცემულ პერიოდში ფასები გაიზარდა 6,0 პროცენტით, შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა ინფლაციის საერთო მაჩვენებელში 2,7 პროცენტი შეადგინა. ფასების
მათივე ინფორმაციით, ზრდის ყველაზე მაღალი ტემპები დაფიქსირდა ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე - 18,1 პროცენტი, შაქარსა და საკონდიტრო ნაწარმზე - 9,1 პროცენტი, ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე - 8,7 პროცენტი, ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე - 7,1 პროცენტი.
რაც შეეხება ტრანსპორტს, საქატატის ვნობით, ტრასპორტზე ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით. მათ შორის, ფასების მკვეთრი ზრდა აღინიშნა საწვავზე - 5,2 პროცენტი.