დღეს, 11 მარტს, საქალაქო სასამართლოში ისრაელის მოქალაქეების საქმესთან დაკავშირებით მორიგი პროცესი გაიმართება.
თბილისის საქალაქო სასამართლო ისრაელის მოქალაქეების რონ ფუქსისა და ზეევ ფრენკელის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულების დაკითხვის ეტაპზე გადავიდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დაკავებულთა ადვოკატმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა, პირველ ეტაპზე სასამართლო რონ ფუქსის მოუსმენს.
"ფუქსის დაკითხვა 9 მარტს დაიწყო და 11 მარტს გაგრძელდება. მომავალ კვირას უკვე მეორე ბრალდებულის დაკითხვაა მოსალოდნელი", - განმარტა კბილაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბიზნესმენები რონი ფუქსი და ზეევ ფრენკელი ბათუმში, გასული წლის 14 ოქტომბერს დააკავეს. ბიზნესმენებს მაღალი თანამდებობის პირისთვის ქრთამის შეთავაზება ედებათ ბრალად. მათ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
პატიმრობა შეეფარდა, აგრეთვე, იოანის კარდასოპოლუსს, რომელიც მიმალვაშია და მასზე ძებნაა გამოცხადებული.