სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ბათუმის პორტის N 8 ნავმისადგომთან, მოლდოვის დროშის ქვეშ მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "GALISA" დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, სასაზღვრო გემის ეკიპაჟი 12 წევრისგან შედგება, მათგან 1 რუსეთის, 5 უკრაინის, 3 თურქეთის და 3 აზერბაიჯანის მოქალაქეა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს დადგენილებით, გემის კაპიტანს 65 000 ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის 55 ლარის ოდენობით ანაზღაურება დაეკისრა.