დიდი ოდენობით თანხების მითვისების ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა დააკავეს შპს "ჯი-თი-სი-აი"-ს დისტრიბუტორები ოლეგ სვანიძე და ზურაბ დეკანოიძე, შპს "მეგა-2"-ს დისტრიბუტორები კახა კორინთელი და ნიკოლოზ ქუჯოშვილი, შპს "კევი-ჯორჯიას" დისტრიბუტორები ენრიკო კვინიკაძე და მირიან ბასილაია, აგრეთვე, საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიის დისტრიბუტორები მალხაზ დარსალია და გიორგი კალანდაძე.
გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული პირები რამდენიმე წლის მანძილზე მუშაობდნენ სადისტრიბუციო ფირმებში და საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ სავაჭრო ობიექტებს ამარაგებდნენ სხვადასხვა პროდუქციით: სარეცხი და ჰიგიენური საშუალებებით, საკონდიტრო ნაწარმით, სხვადასხვა დასახელების საღეჭი რეზინებით და ა.შ
ბრალდებულებს სადისტრიბუციო ფირმების პროდუქციის რეალიზების შედეგად მიღებული თანხები არ შეჰქონდათ კომპანიების სალაროებში. ფირმების ხელმძღვანელობის მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, რათა დროულად დაებრუნებინათ მითვისებული თანხები, მათ არანაირი ზომები არ მიიღეს და საკმაოდ სოლიდური ოდენობის თანხები თავიანთი პიარდი მიზნებისათვის გამოიყენეს. მათ მიერ მითვისებულია დაახლოებით 45 000 ლარი.
მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.