საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ავღანეთში სამხედრო კონტიგენტის გაზრდის თაობაზე აშშ-ის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს.
"ალ-ქაიდას დამარცხება ავღანეთსა და პაკისტანში მხოლოდ ამერიკის და ნატოს პრეროგატივა არ არის, ეს მსოფლიოს მხარდაჭერით უნდა მოხდეს და საქართველო ამ საქმეში პარტნიორებს გვერდში უდგას", - ასეთია საქართველოს პირველი პირის პოზიცია, რომელიც საზოგადოებას დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მისმა პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.
სააკაშვილის შეფასებით, საქართველოს საჯარისო შენაერთები ავღანეთში ყველაზე ცხელ წერტილში არიან დისლოცირებულნი და ყველაზე საპასუხისმგებლო ოპერაციებში იღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ ბარაკ ობამამ ავღანეთში აშშ-ის სამხედრო კონტიგენტის 30 ათასი ჯარისკაცით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც ოფიციალურად 1-ელ დეკემბერს განაცხადა.