მოსკოვში გამართულ უნივერსალური ორთაბრძოელების ტურნირში, ქართველმა მძიმეწონოსანმა გურამ გუგენიშვილმა, რომელიც უკრაინულ საბრძოლო კლუბს წამოადგენდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის დაცვა.
გურამ გუგენიშვილმა რუსი ფალავანი მაქსიმ გრიშინი სოლიდური უპირატესობით დაამარცხა და ორთაბძოლა დროზე ადრე მოუგო.
გურამ გუგენიშვილი მოსკოვში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე რინგზე საქართველოს და უკრაინის დროშებით გავიდა.
ცნობისათვის, 195 სანტიმეტრის სიმაღლის, ქართველი ათლეტი, გურამ გუგენიშვილი 24 წლისა, 110 კილოგრამს იწონის და თავისუფალი სტილით მოჭიდავეა.
გასული წლის ივლისში მოსკოვში, M-1 ვერსიით გამართულ უნივერსალური ორთაბრძოელების ევროპის ჩემპიონატზე, ქართველი მებრძოლი, გურამ გუგენიშვილი დასავლეთ ევროპის ჩემპიონი გახდა.