რუსმა არქეოლოგებმა, რომლებიც სირიის ჩრდილოეთით მდებარე უძველეს ქალაქ თელ-ხაზნში გათხრებს აწარმოებენ, მესოპოტამიის უძველეს ხალხთა ჩრდილოეთ კავკასიისკენ მიგრაციის მარშრუტი აღადგინეს.
ექსპედიცია, რომელსაც რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგი რაუფ მუნჩაევი ხელმძღვანელობდა, რამდენიმე წლის მანძილზე იკვლევდა ქალაქ თელ-ხაზნს, სადაც 550 სხვადასხვა შეიარაღება აღმოიჩნდა. მათ შორის, ხორბლის საცავი, საეკლესიო კოშკები. გათხრების საერთო ფართი 5,5 ათასი კვადრატული მეტრია.
მუნჩაევის თქმით, ეს დასახლება ჩვენს ერამდე 4-3 ათას წელს განეკუთვნება.
გათხრებისას აღმოჩენილი არტეფაქტების შესწავლა ჩრდილოეთ კავკასიის ყურღანებში გათხრილი ე.წ. მაიკოპის კულტურის მსგავსია. ასეთივე ნივთები აღმოჩნდა ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აზერბაიჯანსა და სამხრეთ დაღესტანში.
მუნჩაევის თქმით, თუ აქამდე მიიჩნევდნენ, რომ მიგრაციის გზა მესოპოტამიიდან კავკასიისკენ ზღვის გავლით გადიოდა, ამჯერად აღმოჩნდა, რომ ეს გზა ხმელეთზე გადიოდა.