რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა იგორ შუვალოვმა "როსგრანიცას" დამატებით მატარებლებში სასაზღვრო კონტროლის დამყარება დაავალა.
რუსეთიდან სეპარატისტულ აფხაზეთში "ელექტრიჩკების" მოძრაობა ექვსწლიანი შესვენების შემდეგ 2010 წლის ივნისში აღდგა. თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ე. წ. "ელექტიჩკის" სიარული დღე-ღამეში ორჯერ.
"როსგრანიცის" გამშვები პუნქტების ადმინისტრაციისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის დანილ ვავილოვის თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება ელექტრიჩკის რეგულარული გაშვება, ასე რომ მატარებელთა რაოდენობა უნდა გაიზარდოს.
რუსეთის მთავრობის მეთაურის მოადგილემ იგორ შუვალოვმა გასცა განკარგულება იმის შესახებ, რომ მიმდინარე წლის 15 მარტამდე განხორციელდეს კონტროლი ელექტრიჩკებზე "ადლერი - გაგრა", - დააზუსტა ვავილოვმა და დასძინა, რომ სასაზღვრო და საბაჟო კონტროლი რუსული მხრიდან სადგურ "ვესიოლოეზე" განხორციელდება.