ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა უაზრო უწოდა ირანის იზოლირების მცდელობებს და მკვეთრად გააკრიტიკა რუსეთი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) გადაწყვეტილების მხარდაჭერის გამო, რომელიც ირანის ბირთვულ პროგრამას ეხება.
"რუსეთმა დაუშვა შეცდომა მაშინ, როდესაც ანტიირანულ რეზოლუციას დაუჭირა მხარი. ჩვენი აზრით, მოსკოვის გათვლები ამ მიმართულებით მცდარი იყო",_ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა დღეს ირანის პირველი არხის სატელევიზიო ეთერში გამოსვლისას. აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "როიტერი" ავრცელებს.
სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა ირანის პრეზიდენტმა იმ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთმა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებს მხარის დაუჭიროს. ეს ინფორმაცია კი დღეს რუსულმა მედიამ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობითYგაავრცელა. წყარო აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებს იზოლაციაში დარჩეს, იმ შემთხვევაში თუკი ირანთან მიმართებაში კონსესუსი იქნება მიღწეული". წყარო ასევე აღნიშნავს, რომ ირანის განცხადება იმის შესახენ, რომ იგი დამატებით 10 ახალი ურანის გამამდიდრებელი ქარხნის აგებას აპირებს, მნიშვნელოვნად გაართულებს მოლაპარაკებებზე არსებულ მდგომარეობას.
ტელევიზიით გამოსვლისას, ირანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ დასავლეთს ეშინია "არა ირანის ბომბის, არამედ ირანის ისლამური რესპუბლიკის სამეცნიერო-ტექნიკურ პროგრესის".
მისივე თქმით, ბოლო წლების ირანის სამეცნიერო-ტექნიკური მიღწევები დასავლეთში სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. მაგალითად ახმადინეჯადმა ხელსაწყო ნანომიკროსკოპის შექმნა დაასახელა და განაცხადა, რომ "მსოფლიოს მხოლოდ ექვსი ქვეყანა და მათ შორის ირანი აწარმოებს ამგვარ პროდიქცია. აი ამაშია ჩვენი ბომბა",-განაცხადა ახმადინეჯადმა.
ახმადინეჯადმა უაზრო უწოდა ირანის იზოლირების მცდელობებს: "ისინი ვინც საუბრობენ ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ მიმართულ სანქციებზე ისინი გუშინდელ დღეში ცხოვრობენ. მათ ირანი უფრო მეტად სჭირდება, ვიდრე ირანს ისინი. ირანის იზოლირება შეუძლებელია. ეს სასაცილოცაა", _ აცხადებს ახმადინეჯადი.
ირანის პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ ირანის იზოლირება შეუძლებელია ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მისი მდგომარეობის გამო, ასევე მისი როლის გამო საერთაშორისო თანამედროვე ურთიერთობებში.
"ჩვენს რეგიონში თავმოყრილია მსოფლიოს ენერგეტიკული რესურსის ძირითადი ნაწილი. შეუძლებელია უარყო ირანის განაკუთრებული ადგილი ამ რეგიონში, მისი გეოგრაფიული მდგომარეობიდან, ადამიანური რესურსებიდან, სამეცნიერო პოტენციალიდან, პოლიტიკური და ეკონომიკური როლიდან გამომდინარე",_ აცხადებს ირანის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, ირანის არენიდან წაშლა არავის არ გამოუვა, ხოლო მათ ვინც ამის გაკეთებას ცდილობს "აქვთ ძალა, მაგრამ არა აქვთ ჯანსაღი აზრი და სწორედ ამიტომაც მათი მცდელობები წარუმატებლობისთვისაა განკუთვნილი".
"მსოფლიოს ხუთი-ექვსი ქვეყანა თავის თავს მსოფლიოს საზოგადოების ინტერესების გამომხატველად მიიჩნევს. ისინი ელიან, რომ დანარჩენი 200 სახელმწიფო მათ მითითებებს ულაპარაკოდ შეასრულებს. თუმცა, მსოფლიოში სიტუაცია, განსაკუთრებით ბოლო რამდენიე წლის განმავლობაში შეიცვალა. ხოლო ვინმეს იზოლაციის სტრატეგია იმთავითვე წამგებიანია",_ განაცხადა ახმადიმეჯადმა და დასძინა, რომ ირანი სულაც არ არის ვალდებული ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (მაგატე) თავისი გეგმების შესახებ ააშენოს 10 დამატებითი ქარხანა ანგარიში ჩააბაროს, იმ შემთხვევაში თუკი მისი ტექნოლოგიები იმპორტირებული არ იქნება.